სსიპ დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეები:რატი,გიორგი და შოთა

ანალიზი

ბლოგერთა ჯგუფში გავწევრიანდით სამი მოსწავლე: გიორგი ამირიძე, რატი და შოთა სისველაშვილები.
     ვიფიქრეთ, რომ ბავშვების დახმარება არ გვაწყენდა. შევადგინეთ განცხადების ტექსტი და  გამოვაკარით სკოლაში.
     ოჯახებში მშობლები აქტიურად მოიხმარენ თამბაქოს. შევადგინეთ მშობლებისადმი მიმართვა.
       ინტერნეტიდან მოვიძიეთ პრობლემის შესახებ ინფორმაცია, დავიწყეთ დახარისხება.
        გავაკეთეთ  docs.google.com-ში კითხვარი, რომელიც facebook-ზე  განვათავსეთ:







გავუკეთეთ შედეგებს ანალიზი:



       შევაგროვეთ მეექვსე-მეცხრე კლასის მოსწავლეებთან პრობლემის შესახებ თავისუფალი  თემები, რომელიც დავახარისხეთ და ავკინძეთ. დავურთეთ ინტერნეტიდან მოძიებული ფოტოები.

                 

დავბეჭდეთ ასოები. მოსწავლეთა დახმარებით შევადგინეთ  მოწოდება:
                         არა თამბაქოს!
                         მოწევა კლავს!
ძალიან ბევრი ბავშვი მოვიდა მონაწილეობის მისაღებად, ბევრი ფოტო გადავუღეთ, არავისთვის გვითქვამს უარი, რადგან უკეთესია ასეთი ფორმით გაგვეწია მოწევის საწინააღმდეგო პროპაგანდა.
         გადავწყვიტეთ სკოლის ეზოში ჩანთებით დაგვეწერა; არა მოწევას!. თავიდან არ გვქონდა საკმარისი ჩანთა. ირეკებოდა ზარი და თანდათანობით გამოდიოდნენ ბავშვები სკოლის ეზოში. ისინი სახლში კი არ მიიჩქაროდნენ, გვიერთდებოდნენ და ინტერესით ელოდნენ შედეგს. ძალიან ვიხალისეთ.
         მოსწავლეთა დახმარებით დავამზადეთ ემბლემები. დაიმაგრეს და დღის განმავ-ლობაში ატარებდნენ, თუმცა რამოდენიმეს დაეკარგა, ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს.
         დავამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტები და წიგნის სანიშნები.
         სკოლის დირექტორს და მასწავლებლებს მივმართეთ დახმარებისათვის.ავუხსენით, რომ გვინდოდა მოსწავლეებთან შეხვედრის ორგანიზება. შეხვედრა დაიგეგმა და ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო მე-9 კლასის მოსწავლემ ანი ნამორაძემ,სკოლის დირექტორმა ხვიჩა ხიტალიშვილმა, სკოლის ექიმმა ნინო ავაზაშვილმა, ბუნებისმეტყვე-ლების პედაგოგმა რუსუდან ჯარიაშვილმა, ბიოლოგიის პედაგოგმა ელისო ჭინჭარა-ულმა, სპორტის პედაგოგმა მარინა ავაზაშვილმა. შეხვედრა მიჰყავდა მათემატიკის მასწავლებელს ირმა ღანიაშვილს.
       შეხვედრა საინტერესო გამოვიდა.






შეხვედრაზე გამოვიყენეთ ნაწყვეტი კინოფილმიდან;,,კუკარაჩა".


                 



                 პრეზენტაციები, რომლებიც მასწავლებლებმა მოამზადეს:


              
               




              




                                   გადავიღეთ ვიდეო: ,,ჩააქრე!"


       



         ვესაუბრეთ ბავშვებს მოზარდებში თამბაქოს ნაადრევ მოხმარებაზე. გადავწყვიტეთ,  მწეველებთან  თავის დანებების შესაძლებლობებზე  გვესაუბრა. ამ შეხვედრისთვის საგანგებოდ მოვემზადეთ. მოვამზადეთ რესურსი, რომელიც ქვემოთ არის წარმოდგენილი. ვფიქრობთ, რომ ცნობილი ადამიანების სწორი ცხოვრების წესი კარგ  გავლენას მოახდენს მოსწავლეებზე.

                                 ინტერნეტიდან მოძიებული მასალა




         

         




        




        


                          ჩვენი შექმნილი რესურსი

       



                            მოზარდი და თამბაქო


     ჩვენი მუშაობა იყო ძალიან რთული და საინტერესო.ყველა გვეხმარებოდა. მთელი სკოლა ჩაერთო ამ პროცესებში. მიზანს მივაღწიეთ, აქტივობებით უკეთესად გავარკვიეთ მოზარდები პრობლემის არსში და შევთავაზეთ  მისგან განთავისუფლების გზები.

რატი: მინდა მამაჩემი აღარ ეწეოდეს.ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ამ საშინელი, ნელი სიკვდილისგან გათავისუფლდეს. შევაგროვებ ფულს და ელექტროსიგარას ვუყიდი, თუმცა ესეც საშინელებაა!

შოთა:  ჩემს ოჯახში არავინ ეწევა.

გიო:  მამაჩემი იშვიათად ეწევა, როცა გაბრაზებულია მაშინ. რომ არ მოწიოს, ვეცდები, აღარ გავაბრაზო!



0 comments:

Post a Comment

 
Blogger Templates